კიევში, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონღაძის მეგობრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს.
აღინიშნა, რომ გიორგი ღონღაძე სიმართლისთვის დაღუპულ ჟურნალისტთა სიმბოლო გახდა.
საზოგადოების ინიციატივიტა და კიევის მერიის მხარდაჭერით ხრეშატიკზე დაღუპულ ჟურნალისტთა მემორიალი გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წელს კი კიევის სააპელაციო სასამართლომ მის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო უკრაინის შსს-ს 3 მაღალჩინოსანი.
იხ. ფოტო http://ghn.ge/index.php?name=PagesT&op=page&pid=180