რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებას არ შეიძლება მშვიდი ეწოდოს, ეს იმის მიუხედავად, რომ ორივე მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე ვილნიუსში ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს სარდალმა ევროპაში, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.
„ეს არის მხოლოდ სიტყვაზე შეთანხმება. რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავინდებურად უმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი დაბრუნდა რუსეთში. მაგრამ ისინი სახლებში კი არ დაბრუნდნენ, არამედ იმყოფებიან სასაზღვრო ზონაში რუსეთის მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს, თუ ამის საჭიროება დადგება, რუსეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას", - განაცხადა ბრიდლავმა.