„იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის განცხადებით, ის განიხილავს შესაძლებლობას გახდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ამის შესახებ ფანგული გაზეთი „ლე მოდნი" იუწყება.
„იდეაში, მე დაინტერესებული არ ვიყავი გავმხდარიყავი რუსეთის პრეზიდენტი, იმ დროს როდესაც ჩემი ქვეყანა ნორმალურად დაიშლებოდა... მაგრამ თუ გაჩნდება აუცილებლობა კრიზისის დასაძლევად და კონსტიტუციული რეფორმის ჩატარება, რომლის ძირითადი ნაწილი იქნება პრეზიდენტის ძალაუფლების გადანაწილება სასამართლო ხელისუფლებისთვის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მე მზად ვიქნები ჩემს თავზე ავიღო ამ საქმის ნაწილი", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.