თვითმფრინავი "ილ-62", რომლითაც უკრაინის 4 პრეზიდენტი სარგებლობდა და მათ შორის ვიქტორ იანუკოვიჩიც, ავიაციის საექსპონატო მუზეუმის კუთვნილება გახდება.
ამ დროისათვის, მუზეუმის თანამშრომლები საბუთების გადაფორმებით არიან დაკავებულნი. თვითმფრინავი, რომელიც ბორისპოლის აეროპორტშია ბაზირებული ჟულიანის აეროპორტში გადავა, სადაც ის უკვე მუზეუმის კუთვნილება გახდება.
თვითმფრინავის შიდა ინტერიერი წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ამ ეტაპზე მისი დიზაინი უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს.
ამჟამინდელ პრეზიდენტს Airbus A319 -ის VIP-ვერსია ემსახურება, რომლის შეკვეთაც ჯერ კიდევ ვიქტორ იუშენკოს დროს იყო გაკეთებული.