უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქთან დასახლება დებალცევის მიდამოებში ტერორისტების ალყაში მოექცნენ. დაღუპულია ორი უკრაინელი მებრძოლი. დაჭრილია 16. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს ტერორისტებმა ალყა ოთხივე მხრიდან ტანკებით, „გრადებითა" და არტილერიით შემოარტყეს.
„დებალცევოსთან ბრძოლა მიდის. ჩვენები ალყაში არიან და მათ ხვრეტენ. იყო ბრძანება პოზიციებზე დარჩენის, თუმცა მძიმე ტექნიკა არ არის. მეთაური ზღვარზეა",- წერს უკრაინული მედია.