200 მანქანისგან შემდგარი რუსული „ჰუმანიტარული კოლონა" დღეს დონეცკში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ მედია ავრცელებს.
უკრაინული მხარ წერს, რომ მანქანებმა დონეცკში თითქოს საკვები პროდუქტები, გენერატორები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი და სასმელი წყალი ჩაიტანეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ტვირთის საერთო წონა დაახლოებით ორი ათასი ტონაა.
შეგახსენებთ, რო ეს უკვე რიგით მესამე „ჰუმანიტარული კონვოია" რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააგზავნა.