რუსეთის ფედერაციის საგარემოძიებო კომიტეტი როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვართან რუსი მესაზღვრის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მესაზღვრე ჯერ ჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი „სახელმწიფო საზღვრის შემოწმებას ახორციელებდა და დაუდგენელი წარმოშობის ასაფეთქებელი ნივთის აფეთქების შედეგად მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიიღო, რომელთა შედეგად დაიღუპა კიდეც".
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები