აზერბაიჯანული გამოცემა „ეხო" საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვიტარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში - „ლაგოდეხსა" და „წითელ ხიდზე" შექმნილი მდგომარეობა.
ამ დღეებში ბაქოში ყოფნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიანო, მაგრამ ასეთი პოზიცია არ ეთანხმება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო თვეებში შექმნილ სიტუაციას", - ნათქვამია სტატიაში და მაგალითებია მოყვანილი, თუ როგორ გულგრილად და უპატივცემლოდ ეკიდებიან ქართველი მესაზღვრეები აზერბაიჯანელებს.
„ასეთი რამ ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ შეუძლებელი იყო... იმ დროს ქართველები ჩვენს თანამემამულეებს ღიმილითა და სიხარულით ხვდებოდნენ, ოპერატიულად წყვეტდნენ წარმოშობილ საკითხებს, მგზავრები და მძღოლი ავტომობილიდან არცკი გადმოდიოდნენ, ყველაფერი კამერებით მოწმდებოდა და აზერბაიჯანელებს საქართველოში „იახში იოლის" შეძახილით აცილებდნენ.
დღეს შექმნილი ვითარება მაშინდელისაგან კარდინალურად განსხვავდება, უპირველესად შეიცვალა საპასპორტო კონტროლის პროცედურა. მგზავრები ვალდებულნი არიან მანქანიდან გადმოვიდნენ და ხანგრძლივად ელოდნონ თავიან რიგს პატარა საპასპორტო ფანჯასათან. ქართველი მესაზღვრეებმა საუბრის ტონალობაც შეცვალეს: ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეებს რატომღაც უკვე „შენობით" მიმართავენ. ამაზე კიდევ შეიძლებოდა თვალის დახუჭვა, მაგრამ უარესებიც ხდება. თვითმხილველთა თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველები აზერბაიჯანელებს მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ. ამას წინათ ბევრი გახდა მოწმე ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის ქცევისა, რომელმაც რიგში მდგარ აზერბაიჯანელებს ყვირილით მიმართა გვერდზე გაწეულიყვნენ. როცა მას შენიშვნა მისცეს და უთხრეს, რომ საჭიროა შემზღუდავი ნიშნების დაყენება და დახაზვაო, მან ასევე ყვირილით განაცხადა - „ეგ ნიშნები და ხაზები იქ, აზერბაიჯანში გააკეთეთ, გაიგეთ?".
ისმება კითხვა: როგორც შევათავსოთ ერთმანეთთან პრემიერ-მინისტრის განცხადება მეგობრობაზე და ქართველი ჩინოვნიკების ზღვარს გადასული უდიერი დამოკიდებულება მეგობარი აზერბაიჯანის მოქალაქეების მიმართ?
მხოლოდ იმის იმედიღა დაგვრჩენია, რომ ბაქოში პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება სიტუაციას უკეთესობისაკენ შეცვლის და საზღვარზე აზერბაიჯანელებისადმი მართლაც მეგობრული დამოკიდებულება იქნება გამოხატული", - აღნიშნულია სტატიაში