ფრანგმა რეჟისორმა, კომპანია "Presto Andante" -ს სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსი ჯაყელმა გორის თეატრში მუშაობა დაასრულა. 20-21 სექტემბერს მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს და შეაფასოს თეატრალური დადგმა „პოკლენის ეფექტი. ოპუსი130" , რომელიც შეიქმნა მოლიერის პიესების მიხედვით „გააზნაურებული მდაბიო", „ტარტიუფი" და „დონ ჟუანი". წარმოდგენაში დაკავებული არიან მხოლოდ ერისთავის თეატრის მსახიობები.
„ოპუსი 130" ზოგადი დასახელებაა და ის რეჟისორის 130-ე თეატრალური დადგმაა. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. კომპანია "Presto Andante" -ს სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლის გატანას საფრანგეთში 2015 წელს გეგმავს. ქართველ მაყურებელს კი ნამუშევარის ნახვა მხოლოდ გორში შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები