უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის გამო რუსეთის პრემიერმა უკრაინული საქონლისათვის საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპული პრავდა" ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ამ შეთანხმების ამოქმედების დროებით გადადებას, მაგრამ ჩვენ არ დავეთანხმებით ამ დოკუმენტის ცალკეული მდგომარეობების ვადამდელ ამოქმედებას",_ განაცხადა მედვედევმა ინვესტიციურ ფორუმზე სოჭში.
მან აღნიშნა, რომ გადასახადი შემოღებული იქნება იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილების გამოყენებას 2016 წლის 1 იანვარზე ადრე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმნიკი, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი კარელ დე გუხტი და რუსეთის ეკონიმიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულიუკაევი შეთანხმდდნენ, რომ ხელშერულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სავაჭრო ზონის შემოღება 2016 წლის 1 იანვრამდე გადაიდება.