,,იარაღის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებისთვის ჯარიმა, როგორც სანქცია აღარ იარსებებს და პირს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულკიანმა განაცხადა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის პირს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება.
,,სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შედის ცვლილება. Aამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება. Pპირი რომელიც უკანონოდ შეიძენს და შეინახავს იარაღის იმ წესების დარღვევით რომელიც ახალ შემოდის ჯარიმა ამ შემთხვევაში აღარ იქნება სანქცია და უფრო მეტიც მაქსიმალური სასჯელი სამის მაგივრად იქნება ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა", _განაცხადა წულუაკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იარაღის უკანონო ტარება ნაკლებად მძიმედან მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადადის.
,,დიდი სიახლე არის ის, რომ 236-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება იარაღის უკანონო ტარებას ეს დანაშაული აღარ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული და იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. კერძოდ, აქაც ჯარიმა როგორც სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეტა არა 3-დან 5 წლამდე ვადით, როგორც ეს ახალ არის არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაყავს ნაკლებად მძიმედან მძიმე კატეგორიის დანაშაულში", _განაცხადა წულუკიანმა.