პირს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ნებართვის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს. Aამის შესახებ ,,იარაღის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დღეს დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებთან იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე პირი ფსიქიური თავისებურებების მიხედვითაც შემოწმდება.
,,ყველა ის პირი რომელიც ეძიებს ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვალდებული იქნება ამიერიდან გააიაროს გამოცდა თეორიულ ცოდნაში და ჩააბაროს გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების შესახებ, აგრეთვე ის შემოწმდება პიროვნულად და ფსიქიური თავისებურებების მიხედვით გაიცეს, ან არ გაიცეს ნებართვა", _განაცხადა წულუკიანმა.