ქალაქ დონეცკში, რუსთაველის N 22 -ში მდებარე მრავალსართულიანი სახლი ღამის დაცხრილვის შედეგად ჭურვებისაგან სრულიად განადგურებულია. ზოგადად, დონეცკში ჭურვების „წვიმა" მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„საარტილერიო დაცხრილვის შედეგად კუიბიშევის რაიონის მცხოვრებლები დაზარალდნენ. ჭურვებმა რუსთაველის ქუჩის N 22-ში არსებული შენობა სრულიად გაანადგურა, დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია მრავალი სახლი. დაზიანებულია გაზსადენები",_ წერს ქალაქის მერის ოფიციალური გვერდი და აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის სისტემები მუშაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მოქალაქეთა გადაადგილების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.