შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებმა ბრიტანეთის პრემიერი ისტორიული მარცხისგან იხსნა, აცხადებენ ბრიტანელი მიმომხილველები.
ანალიტიკოსები ყურადღებას მიაპყრობენ იმ გარემოებას, რომ რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად ერთიანი იყო
რეფერენდუმის შედეგებმა ასევე ხელი შეუწყო ლეიბორისტების ლიდერს ედ მილიბენდს, რომლის იმედი, 2015 წელს არჩევნებში გასამარჯვებლად, შოტლანდიის გარეშე განუხორციელებლად ჩანდა.
რეფერენდუმმა შესაძლებლობა მისცა პოლიტიკური ჩრდილიდან გამოსულიყო დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის მძიმეწონოსანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შოტლანდიელი გორდონ ბრაუნი, რომელიც თანამემამულეებს აქტიურად მოუწოდებდა რეფენრენდუმზე დაეფიქსირებინათ „არა".
ბრიტანეთის საქსპერტო წრეები სამივე პოლიტიკოსსა და მათ თანაგუნდელებს ერთიან პოზიციას უწონებენ და აცხადებენ, რომ სწორედ მათმა აქტიურმა პოზიციამ ბევრად განაპირობა რეფერენდუმის საბოლოო შედეგები.