პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას რუსეთზე ზეწოლისათვის მისი აგრესიის გამო აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის. განცხადება ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას გააკეთა.
„ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციას იმისათვის რათა ვუთხრათ რუსეთს: უკრაინას სურს ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა თავის მეზობელთან აღმოსავლეთსა და დასავლეთში",_ განაცხადა ობამამ.
ამასთან ერტად მან აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა უკარნახოს ოფიციალურ კიევს თუ როგორი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს მას სხვა პარტნიორებთან.
ობამამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ძლიერი მხარდაჭერა ორივე პარტიისა აშშ-ში, ხოლო ხალხი კი უკრაინელი ხალხის სოლიდარულია.