შოტლანდიის მცხოვრებლებმა რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი არ დაუჭირეს. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარი ამომრჩეველთა 50 % ნაკლებმა დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
„ფრანს პრესის" ინფორმაციით, შოტლანდიის სუვერენიტეტს მხარი ამომრჩეველთა 44, 58 % დაუჭირა, წინააღმდეგ კი 55, 42 % წავიდა.
შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ალექს სალმონდმა რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს პლებისციტის შედეგები მიიღო. ახლა უკვე ის ლონდონისგან შოტლანდიის უფლებების უსწრაფეს გაფართოებას ელის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა თავის მხრივ მიულოცა ლეიბორისტ ალისტერ დარლინგს, რომელიც შოტლანდიელებს მოუწოდებდა გაერთანებული სამეფოს შემადგენლობიდან არ გამოსულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ამ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობისათვის მხარი რომ დაეჭირა ის დამოუკიდებლობას 2016 წლის 24 მარტს მიიღებდა.
მასალის გამოყენების პირობები