ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მმართველ ძალას აქვს.
სოციოლოგიური გამოკითხვისთვისას თბილისში 800, ხოლო რეგიონებში 1000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგები უკვე ყველა კვალიფიციურ პარტიას გადაეგზავნა.
სოციოლოგიური კვლევების შედეგად მოსახლეობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 36% აქვს, "ქრისტიან-დემოკრატებს" - 10%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 8%, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" - 6%, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 2%, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 1%, "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" - 1% და არ მაქვს პასუხი - 35%.
საქართველო ყველაზე მეტად დღეს რომელი პრობლემის წინაშე დგას?
უმუშევრობა - 36%, ტერიტორიული მთლიანობა - 27%, ეკონომიკური ვითარება - 10%, ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება - 4%, შიდა პოლიტიკური ვითარება - 2%, მშვიდობა - 2%, სოციალურ პრობლემები - 2%, ომის საშიშროება - 2%, არასტაბილური სიტუაცია - 2%, ჯანდაცვის სისტემა - 2% და მაღალი გადასახადები - 1%.
რუსულ აგრესიას ყველაზე კარგად ვის შეუძლია გაუმკლავდეს?
მიხეილ სააკაშვილი - 33%, ირაკლი ალასანია - 10%, შალვა ნათელაშვილი - 9%, გიორგი თარგამაძე - 8%, ნინო ბურჯანაძე - 4%, ირაკლი ოქრუაშვილი - 3%, ზურაბ ნოღაიდელი - 3%
და არცერთი - 10%.
ვის შეუძლია ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანა?
მიხეილ სააკაშვილი - 34%, ირაკლი ალასანია - 10%, შალვა ნათელაშვილი - 9%, გიორგი თარგამაძე - 8%, ნინო ბურჯანაძე - 2%, ირაკლი ოქრუაშვილი - 2%, ვინმე სხვა - 3% და პასუხი არ მაქვს - 23%.
აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის ორგანიზატორების მტკიცებით, აღნიშნულ მონაცემებში ცდომილება 2.3 % არ აჭარბებს. გამოკითხვა 3-12 მარტამდე ჩატარდა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო სააგენტომ დააფინანსა.