ბიზნსმენი დავით კოდუა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს. ამის შესახებ, კოდუამ ,,რუსთავი-2"- თან საუბარში განცხადა.
,,მე კომენტარი არ მაქვს, თვითონ იციან. როგორც ნახეთ დედაჩემია ცუდად და, მთავარია, კარგად იყოს.ეგ არაა პრობლემა გამოუშვეს, არ გამოუშვეს ყველაფერი ხდება. მე არ ვაპირებ არაფრის გასაჩივრებას", _განაცხადა დავით კოდუამ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძე მოსამართლემ 50 000-ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ამით დაცვის მხარის ადვოკატის შუამდგომლობა ნამორაძის პატიმრობიდან გათავაისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.
მანმადე კი პროცესზე კოდუას დედას ლაურა ღაჭავას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა.
აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო რაც დაცვის მხარის ადვოკატმა მოსამართლეს ნოშრევან ნამორაძის პატიმრობიდან გათავაისუფლების შუამდგომლობით მიმართა, რამაც კოდუას ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
ნოშრევან ნამორაძისთვის პირველად წარდგენილი ბრალი სსსკ-ის 118-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯგუფურად - უფრო მსუბუქი მუხლით გადაკვალიფიცირდა, რის საფუძველზეც დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ნამორაძე წინასპარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. მას სახის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა.