შოტლანდიაში მიმდინარე რეფერენდუმის ეგზიტპოლების პირველი შედეგები ცხადჰყოფს, რომ შოტლანდიელთა უმრავლესობას დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლა არ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „როიტერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
„YouGov", „Panelbase", „Survation", „Opinium" -სა და „ICM"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დამოუკიდებლობას ხმა რესპოდენტთა 48% მისცა, წინააღმდეგ კი 52%-მა.
„Ipsos MORI"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით 49% - დამოუკიდებლობის წინააღმდეგია ხოლო 51% - მომხრე.
„Survation"-ის მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა გამოკითხულთა 53% სურს, ხოლო 47% დამოუკიდებლობას ემხრობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შოტლანტდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. არის მოლოდინი, რომ ამომრჩეველთა აქტიურობამ შესაძლოა 90 % მიაღწიოს რაც რეკორდული იქნება.