ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ აღიარა და დაადასტურა უკრაინის პერსპექტივა, როგორც ევროპული სახელმწიფოსი მომავალში ევროკავშირის წევრობა მიიღოს. ნათქვამია უკრაინის შესახებ დღეს მიღებულ რეზოლუციაში.
„ევროპარლამენტი ადასტურებს თავის მოსაზრებას, რომ ეს შეთანხმება არ არის საბოლოო მიზანი უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებში და მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 49-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყანას აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ პირობით, რომ მხარს დაუჭერს დემოკრატიის პრინციპებსა და პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას"_ ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.