ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული მისი ვიდეოჩანაწერი ზეწოლისა და მუქარის შედეგადაა მოპოვებული.
ბიწოშვილის თქმით, ზეწოლის შემდეგ, მისი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მისმა ყოფილმა მეგობარმა ზაზა წოწელიამ გაავრცელა, რაზეც ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმის სტატუსით უკვე დაკითხა.
,,შსს-ში ვიყავიდა დავიკითხე ამ ჩანაწერთან დაკავშირებით. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება როგორც რაფალიანცის, ასევე წოწელიას ნაწილში და გამოძიება ამ ყველაფერს ძალიან მალე დაადგენს", - განაცახდა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელი, ადვოკატი რომეო საჯაიამ გუშინ ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა.
ვიდეოში ასახულია ,,ქართული ოცნების" ადვოკატის ლალი ბიწოშვილის აღიარებით ჩვენებას, რომელიც 2014 წლის 6 თებერვალსაა ჩაწერილი.
ადვოკატი ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში ,,ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამჟამინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მანანა ბერიკაშვილი.
ბიწოშვილის თქმით, მას ბარბარე რაფალიანცის ოჯახი უნდა დაერწმუნებინა, რომ მათი ადვოკატი იქნებოდა.
,,მე ამ სიმართლეს ვამბობ ახლა, ვამბობ მთელი კატეგორიულობით და ვაცხადებ, რომ ეს არის ,,ქართული ოცნების" გაკეთებული, ეს არის მანანა ბერიკაშვილის გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნება" იძახოდა, რომ ეს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული გამოდით ნაციონალებო, ღვინიაშვილო მოხსენი კანდიდატურა. კახეთში ,,ნაციონალებმა" მიუხედავად ამისა არჩევნები მაინც მოიგეს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში ,,ქართული ოცნების" გამარჯვებაში იმოქმედა იმან, რომ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ,,ნაციონალებს" დაბრალდა", _აცხადებს ბიწოშვილი.
ამასთან აღნიშნული დანაშაულის დაფარვას ხელს უწყობდნენ ამჟამინდელი შსს გენ-ინსპექციის უფროსი ვარლამ ხათრიძე) და გენ-ინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი (თამაზ თამაზაშვილის დისშვილი).