ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევა კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა. მენინგიტის დიაგნოზით თბილისის იაშვილის სახელობის საავადმყოფოში 192 სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა მოთავსებული.
თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნული შემთხვევა 192-ე სკოლაში ბაქტერიული მენინგიტის გამოვლენის პირველი ფაქტია. სკოლაში დღეს ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ და დეზინფექციას ჩაატარებენ. ბაქტეოროლოგიურ კვლევას გაივლიან მოსწავლეები და მასწავლებლები.