17 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარიზში, UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვასა და კულტურის საკითხებში დირექტორის მოადგილეს ალფრედო პერეს დე არმინანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და განიხილეს საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოსთან და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.