რუსეთი ბოევიკევს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი მოდელის სისტემებს აწვდის. ამგვარი ინფორმაცია მიაწოდა გერმანიის ბუნდესტაგს ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა თავდაცვითი საკითხების სამთავრობო კომიტეტის წევრის, მემარცხენე პარტის წარმომადგნელის ალექსანდრე ნოის მოთხოვნაზე. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
„საუბარი მიდის რუსული თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „პანცირის" მიწოდებაზე. ისინი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში დაფიქსირდნენ. პასუხში ასევ აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებაში ამგვარი სისტემები არ ფიქსირდება",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად გერმანული დაზვერვის მიერ დეპუტატის მოთხოვნაზე გაცემული პასუხისა ჯერ ჯერობით გაურკვეველი რჩება, გამოყენებულ იქნა თუ არა ეს სისტემები მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების დროს.
ამას გარდა, გერმანულ დაზვერვას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა სწავლება რუსეთის ფედერაცის ტერიტორიაზე გაიარეს.