საქალაქო სასამართლოში რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ბრალდების მხარის ადვოკატის განმარტებით, ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" უკანონო გასხვისებას ედავება.