დღეს, 18 სექტემბერს, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება.
რეფერენდუმზე მოქალაქეებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით „დიახ" და „არა" ამჟამად თითქმის თანაბარია. ზოგი მონაცემებით კი დამოუკიდბლობის მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეთა რაოდენობას აღემატება.
ქვეყანაში გახსნილია 2608 საარჩევნო უბანი.
რეფერენდუმის შედეგები სავარაუდოდ ხვალ, 19 სექტემბერს, გამოქვეყნდება.
ფოტო: ბი-ბი-სი