გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „სეულის მშვიდობის პრემიის" ლაურეატი გახდა. განცხადება ამის შესახებ ჟიურის ხელმძღვანელმა ჩხოლ სინმა გააკეთა. მისი თქმით, მერკელის მიერ ნათქვამი ბოდიში მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ქმედებების გამო არის გაფრთხილება ომის დამღუპველ შედეგებზე.
გერმანიის მთავრობის სათავეში ჩადგომის შემდეგ 2005 წელს მერკელს არაერთგზის მოუხდია ბოდიში გერმანიის დანაშაულებების გამო მეორე მსოფლიო ომის დროს.
„იაპონელებმა გერმანელებს უნდა მიბაძონ. ბოდიში მოიხადა მხოლოდ ერთმა ადამიანმა და მასთან ერთად მთელმა გერმანიამ",_ წერს ადგილობრივი პრესა.
200 ათასი აშშ დოლარის ოდენობის პრემიას მერკელი კორეაში თავისი მორიგი ვიზიტისას მიიღებს.