17 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარიზში, UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, განიხილეს საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოსთან და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.