რუსი გამომძიებლების მიზანი უკრაინელი ტყვე ქალის ნადეჟდა სავჩენკოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნაა. მას თითქოს სასამართლო ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ესაჭიროება -ეს კი თავის მხრივ მის ადვოკატებთან შეხვედრას შეუძლებელს გახდის.
განცხადება ამის შესახებ უფლებების დამცავი ფონდის „ღია დიალოგის" წარმომადგენელმა ანასტასია ჩერნოგორსკაიამ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რამდენიმე ხნის წინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნადეჟდა სავჩენკოს სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ერთი თვით, სტაციონარული ექსპერტიზის ჩასატარებლად",_ განაცხადა ჩერნოგორსკაიამ.
მისივე თქმით, ამ საავადმყოფოში ასევე მოთავსებულია ყირიმის ევრომაიდანის აქტივისტი ალექსეი ჩერნიი, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე მოიტაცეს.
„მისი მორალური ჯანმრთელობა სრულებით განადგურებულია ამ ექსპერტიზის შემდეგ, მას სუიციდის მცდელობა რამდენიმეჯერ ჰქონდა. ასე რომ ამ საავადმყოფოში ნადეჟდა სავჩენკოს მოთავსებით, რუსეთის ხელისუფლებას მასზე ზეწოლის განხორციელება სურს. ამ შემთხვევაში ასევე შეუძლებელი გახდება მისი შეხვედრა ადვოკატებთან",_განაცხადა მან.