უკრაინის უმაღლესი რადას 24 დეპუტატს, რომლებიც დღეს რუსეთის დუმის სხდომას დაესწრებიან, უკრაინაში დაბრუნების უფლება არ აქვთ. განცხადება ამის შესახებ რადას დეპუტატმა ვიაჩესლავ კირილენკომ გააკეთა.
„24 მოღალატე ჩექმის სალოკად დუმაში გაემგზავრა. სია და - დარჩნენ იქვე: რადაში მათ არაფერი ესაქმებათ. ეს მონები, ნაძირლები, მოსკოვის ტალახი",_ დაწერა მან სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ რუსეთის დუმის სხდომას უკრაინის უმაღლესი რადის 24 დეპუტატი დაესწრება. განცხადება ამის შესახებ დუმის დსთ-ს ქვეყნების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
"დღეს დღის მეორე ნახევარში ჩვენი სხდომის სტუმრები უკრაინის უმაღლესი რადის 24 მამაცი დეპუტატი იქნება, რომლებმაც შექმნეს ჯგუფი „მშვიდობისა და სტაბილურობისათვის", _ აცხადებს სლუცკი, რომელმაც არც უკრაინელი დეპუტატების ვიზიტის მიზანი დააკონკრეტა და არც საკითხები რომლებიც უნდა განიხილონ მათ.