რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზადაა უკრაინაში მიმდინარე კვირის ბოლოსათვის „ჰუმანიტარული დახმარების" მესამე პარტია გააგზავნოს. თავის მხრივ დონეცკელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დონეცკის საჭიროებები „ჰუმანიტარული დახმარების" მეორე პარტიამ ვერ ამოწურა.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ სტეპანოვმა გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააკეთა.
" გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მიმდინარე კვირის ბოლოსათვის ჩვენ მუშაობის გაგრძლელებისათვის მზად ვიქნებით. რუსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება და მოხალისეების ბრიგადების ფორმირება გრძელდება. აქცენტი ზამთრისათვის მზადებაზე კეთდება",_ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.