კრემლში მიიჩნევენ, რომ ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ევტუშენკოვის დაპატიმრებას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ევტუშენკომ ამჟამად შინაპატიმრობაშია, - განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ნებისმიერი მცდელობებს ეს ისტორია პოლიტიკის ფერებში გააფერადონ არსებობის უფლება არ აქვს. საკითხი აქ მხოლოს და მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით დგას. გამომძიებლებს ბრალის წაყენების უფლება აქვთ. სასამართლო კი პასუხს გასცემს კითხვას არის თუ არა ის დამნაშავე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ყველა განცხადება უადგილო და უსაფუძვლოა",_ განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ბიზნესმენის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი დაპატიმრების შემდეგ მიაწოდეს.
რუსეთის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე შოხინი ევტუშენკოვის დაპატიმრებასა და „იუკოსის" საქმეს შორის ანალოგს უკვე ხედავს.
„რა თქმა უნდა ეს ძალიან ჰყავს „იუკოს" ნომერ 2-ს",_ აცხადებს შოხინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ევტუშენკოვი დააპატიმრეს.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, მილიარდერის დაპატიმრება დაკავშირებულია „რესპუბლიკა ბაშკორსტანის სათბობ ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი საწარმოების აქციების დატაცებასთან და მათ ლეგალიზებასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან".
„გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები მიიჩნიოს, რომ დამნაშავეობრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების საქმესთან დაკავშირებულია ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ევტუშენკოვი. დღეს მას ბრალი წაეყენა",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა" - რუსული ფინანსური სამრეწველო ჯგუფია, რომელსაც ბიჭური კავშირგაბმულობის ქსელის „ემ-ტე-ეს" -ის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის. თავად ვლადიმერ ევტუშენკოვი კი სტაბილურად შედის რუსეთის 20 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რიცხვში. მისი ქონება 9 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.