2 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის სახ. დრამატულ თეატრში გაიმართება დავით გოგიაშვილისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო - "ერთად გავიხსენოთ თავგასა".
ღონისძიებაზე „ერთად გავიხსენოთ თავგასა" მონაწილეობენ:ქართული ხმები - ძველი და ახალი თაობა,ფორტე,თეატრალური კვარტეტი,შვიდკაცა,ნუკრი კაპანაძე,ნატო მეტონიძე,მერაბ სეფაშვილი,დათო გომართელი,გიო ხუციშვილი,აჩიკო ნიჟარაძე,დათუნა სირბილაძე,ლადო ჯანელიძე,ივიკო საყვარელიძე,ნიკო ლეკიშვილი,მერაბ მახარაძე,გია კორკოტაშვილი და სხვები.
ყველასათვის საყვარელ მომღერალს, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრ დავით გოგიაშვილს ახლობლები და მთელი თბილისი "თავგასას" სახელით იცნობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა. მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.