20,21 სექტემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი "ართ-ჰოლი" წარმოადგენს სპექტაკლს "ჰელადოსი".
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით სპქტაკლი დადგა რეჟისორმა გოგა პიპინაშვილმა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნანა შონია და თემურ გვალია, ასევე ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ "ართ-ჰოლი"-ს აღსაზრდელები.
სპექტაკლი განხორციელდა სოციალური პროექტის "სიცოცხლის ხე" მხარდაჭერით.