რუსეთში ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ევტუშენკოვი დააპატიმრეს. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, მილიარდერის დაპატიმრება დაკავშირებულია „რესპუბლიკა ბაშკორსტანის სათბობ ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი საწარმოების აქციების დატაცებასთან და მათ ლეგალიზებასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან".
„გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები მიიჩნიოს, რომ დამნაშავეობრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების საქმესთან დაკავშირებულია ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ევტუშენკოვი. დღეს მას ბრალი წაეყენა",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა" - რუსული ფინანსური სამრეწველო ჯგუფია, რომელსაც ბიჭური კავშირგაბმულობის ქსელის „ემ-ტე-ეს" -ის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის. თავად ვლადიმერ ევტუშენკოვი კი სტაბილურად შედის რუსეთის 20 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რიცხვში. მისი ქონება 9 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.