სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ანგარიშს წარუდენს.
დოკუმენტი 2009 წლის მეორე ნახევრის ადამიანის უფლებების დარღვევებს მოიცავს. მოხსენება 24 თავისგან და 320 გვერდისგან შედგება.
დოკუმენტში ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში, სასამართლოში, ბავშვთა სახლებში და ფსიქიატრიულ დაწესებულებში არსებულ დარღვევებზე გამახვილებული.
სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის შეფასებით, სასჯელაღსრულების სისტემა ყველაზე პრობლემურ სფეროდ რჩება, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სისტემა.