დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის მთავრობის, განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის" ერთი წლის იუბილეს დაესწრნენ.
ორგანიზაციის საანგარიშო შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრს თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელი გადაეცა. ნუგზარ სურმანიძემ სიყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ახორციელებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყების მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც.