აშშ-მ „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებზე პირველი ავიადარტყმა მიიტანა, იტყობინება "ბიბისი". ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად განადგურებულია ჯიჰადის მომხრეთა საბრძოლო პოზიციები, რომლებიც ერაყის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდებოდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ავიადარტყმა განხორცელდა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ახალი სტრატეგიის გამოცხადებიდან 1 კვირის თავზე. შეგახსენებთ, რომ ერაყისა და ლევანტის "ისლამური სახელმწიფო" შეიქმნა სირიაში და გავრცელდაა ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებზე. ამჟამად „ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიებს.