წელს თბილისის სასწავლო უნივერისტეტს, როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ სასწავლებლის რექტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა, 130 პირველკურსელი ჰყავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ თბილისის სასწავლო უნივერისტეტი, აბიტურენტების არჩევის ე.წ. რეიტინგის ხუთეულში მოხვდა, რაც პავლიაშვილის თქმით, ხარისხიანი სწავლების შედეგია.
`ჩვენს უნივერსიტეტი, სწავლების ხარისის გარდა, მატერიალურ-ტექიკური ბაზიღაც გამოირჩევა. ამასთან, გვაქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და სტუდენტებისთვის ყველა საჭირო სახელმძღვნელო ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, თბილისის სასწავლო უნივერისტეტს მჭიდრო კავშირები აქვს, როგორც საქართველოს, ასევე, უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, პოლონეთი,~ _ აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ტრადიციაა, რომ პირველკურსელებს, სწავლის პირველ დღეს ტორტით უმასპინძლდებიან. ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა.
სტუდეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერისტეტის დმფუძნებელმა, დავით ჯანგულაშვილმა და რექტორმა, სოლომო პავლიაშვილმა მიულოცეს.
მასალის გამოყენების პირობები