ხვალ, 17 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნება მოყვარული მხატვრის, დავით კოდუას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - „ჩვენი კოლხეთი".
გამოფენა ეძღვნება ახალგაზრდა ხელოვანის დავით ფიფიას ხსოვნას.
გამოფენა საქველმოქმედოა შემოსული თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდის ანგარიშზე. ამოფენა გაგრძელდება 20 სექტემბრამდე.
დასწრება თავისუფალია.
ბათუმის ექსპერიმენტულ თეატრში სპექტაკლის "მაკბეტი" პრემიერა გაიმართება
20,24 სექტემბერს, ბათუმის ექსპერიმენტულ თეატრში სპექტაკლის "მაკბეტი" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი არველაძე, ნატალია გალოგრე, იაგო მორთულაძე, ფრიდონ მოდებაძე, ნონა სურმნიძე, ხათუნა დონდუა, ხატია აბუსელიძე.