18 სექტემბერს, ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართული კინემატოგრაფიის უმნიშნველოვანესი წარმომადგენლის თენგიზ აბულაძის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.
სასტუმრო "DIVAN SUITES"-ში გაიმართება სემინარი "თენგიზ აბულაძის კინოშემოქმედება", მონაწილეობენ: ნანა ჯანელიძე, ელდარ შენგელაია, რეზო ესაძე, ზაზა ხალვაში, ავთო მახარაძე, ქეთი აბულაძე, ლელა ოჩიაური, მიხეილ კობახიძე, რომან ბალაიანი და ა.შ. ამავე დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება თენგიზ აბულაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
კინოფესტივალზე საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ორი ფილმი: "მონანიება"(რომელიც ბათუმშია გადაღბული და წელს 30 წლისთავი სრულდება ფილმის შექმნიდან) და "ვედრება". ფილმ "მონანიების " ჩვენებას დაესწრება ფილმში მონაწილე რამდენიმე მსახიობი.
რეტროსპექტივის ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის ცენტრალურ ერას მოედანზე ღია ცის ქვეშ დიდ ეკრანზე.
კინოფესტივალის სპონსორები არიან: ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სასტუმრო "DIVAN"-ი.
მასალის გამოყენების პირობები