დღეს, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, „მწერალთა სახლში" ლელა სამნიაშვილის ახალი პოეტური კრებულის „ლოცვა აბსტრაქციად" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი გამოსაცემად გამომცემლობა „ინტელექტის" მიერ მომზადდა და იგი ავტორის 2010-2013 წლებში დაწერილ ლექსებს აერთიანებს.
ლელა სამნიაშვილი თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. მისი პოეზია განსაკუთრებული სიზუსტითა და სიმკაცრით, პოეტური ხმა კი ორიგინალური ჟღერადობით გამოირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები