გრძელდება საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა. 
როგორც ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცახდა  ახალი სასწავლო წლისთვის სრულდება 400-მდე სკოლის სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება ასევე 2 ახალი სკოლის მშენებლობა, 2014 წლის ბოლომდე 6 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში, ხოლო სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე  (1000 ბავშვზე გათვლილი), 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.
გიგაურის განმარტებით,  წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა. ამასთან აქტიურად მიმდინარეობს სკოლების აღჭურვა საჭირო ინვენტარით, 2014 წელს აღიჭურვება 1500-ზე მეტი სკოლა, ყველა პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს კომპიუტერები გადაეცემათ.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები