საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, აჭარის დეპუტატებს უფლება აქვთ, რომ მურმან დუმბაძის კანდიდატურა ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გამოიწვიონ და აღნიშნულ პოსტზე სხვა კანდიდატურა წარადგინონ. 
,,აჭარის დეპუტაციას უფლება აქვს  გამოითხოვოს თავისი ვიცე-სპიკერი და დააყენოს საკითხი მისი გამოწვევის და შემდგომ დააყენოს პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე სხვისი კანდიდატურა", _განაცხადა ჟურნალისტებთან საგანელიძემ.
მისვე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე,  ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოალიცია ,,ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით,  ,,ქართული ოცნებიდან" გარიცხეს.