დღეს, 31 მარტს, 11:00 საათზე, პროკურატურის თანამშრომლები და მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში ნერგებს დარგავენ. აქციაში ასამდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.
გამწვანების აქცია პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში მოეწყობა, პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია და ამისთვის პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მოზარდებთან.