„ისმალუსი სახელმწიფოს" ტერორისტებმა კიდევ ერთ ადამიანს მოკვეთეს თავი. მათი მსხვერპლი ბრიტანელი დევიდ ჰეინსი გახდა. ტერორისტებმა სოციალურ ქსელში თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა დაგმო „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ მოკვეთეს თავი ბრიტანეთის მოქალაქეს, განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციის თანამშრომელს დევიდ ჰეინსს.
„რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რისი ძალაც შეგვწევს, რათა დავადგინოთ მკვლელები და ვუზრუნველყოთ მათი სასამართლოს წინაშე წარსდგომა", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
„ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ორი ამერიკელ ჟურნალისტს - ჯეიმს ფოულის და სტივენ სოტლოფს მოკვეთეს თავი. ისინი უმუქრებოდნენ, რომ თუ არ შეწყდებოდა მათი პოზიციების ავიადაბომვა, შემდეგ მსხვერპლი სწორედ დევიდ ჰეინსი იქნებოდა.
44 წლის დევიდ ჰეინსი სირიაში გასულ წელს გაიტაცეს.
დევიდ ჰენსს ორი შილი ჰყავს. იგი მუშაობდა ფრანგულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციში სირიელებისთვის დახმარების გასაწევად.