დღეს, 14 სექტემბერს, იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე აღინიშნება. ოქროპირი 1605 წლის წინ, 407 წელს აფხაზეთში გარდაიცვალა.
ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე იოანე ოქროპირი 344 და 354 წლებს შორის ანტიოქიაში დაიბადა. იგი იყო "ეკლესიის მამათაგანი", მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.
ოქროპირი 407 წ. 14 სექტემბერს გარდაიცვალა კამანში (აფხაზეთში). დაკრძალულია კამანის (კომანი) ეკლესიაში, 438 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმინდა პროკლეს გადაწყვეტილებით, გადასვენებულ იქნა დედაქალაქში, მოგვიანებით კი გადაასვენეს რომში. 2004 წლის 26 ნოემბერს რომის პაპის იოანე პავლე II-ის გადაწყვეტილებით, წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილები გადასვენებულ იქნა სტამბულში, წმინდა გიორგის ტაძარში. ეკლესია იოანე ოქროპირის ხსენების დღეს 26 ნოემბერს აღნიშნავს.