საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, სახლ-მუზეუმი დანგრევის პირასაა.
პროცესის ორგანიზება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. პროექტი შემუშავდება პროფესიონალი არქიტექტორების მიერ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შენობის გადარჩენის ზუსტ გეგმას დასახავენ.
სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანმა მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო დღეს დანგრევის პირასაა.
დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.
მასალის გამოყენების პირობები