13, 14, 15 სექტემბერს, სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება დავით გაბუნიას ახალი პიესა „ბეჩავი".
სპექტაკლის რეჟისორია მიხეილ ჩარკვიანი, მხატვარი ქეთი ნადიბაიძე, მუსიკა ერეკლე დეისაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ გაგა შიშინაშვილი, კატო კალატოზიშვილი, იაკო ჭილაია, მაგდა ლებანიძე
"ბეჩავი" დავით გაბუნიას მეხუთე პიესაა.
დავით გაბუნია პიესების კრებული, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა, წელს ლიტერატურულ პრემია „საბას" ნომინანტია.
წიგნში შესულია ოთხი პიესა: "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება", "Holland Holland", "ლავინიას ყურები", "თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული".
დავით გაბუნიასთვის ეს მეორე კრებულია. მისი ნაწარმოებები პირველად 2010 წელს გამოიცა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს დავით გაბუნიას გადაეცა საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" მიერ დაწესებული დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი", წლის საუკეთესო ახალი პიესის ნომინაციაში.