დღეს, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 86-ე თეატრალური სეზონი გაიხსნება.
თეატრალური სეზონი გაიხსნება სპექტაკლით " მე ვხედავ მზეს".
ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი რეჟიოსრმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა დადგა.
სპექტაკლი ეძღვნება გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები:ვამეხ ჯაგნიძე, თამარ ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, ბერტა ხაფავა, ბადრი გვაზავა, ლევან კაციაშვილი, გიორგი კაჭახიძე, ბესო მეგრელიშვილი, პაატა მხეიძე, ვახტანგ ნოზაძე, იოსებ მოლოდინაშვილი და სხვები.